27 აპრილს, დილის 06:00 საათიდან 08:00 საათამდე, ქვესადგურში "მენჯი-220" მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტების 35 000 აბონენტს.
"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.