logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: როდესაც საქმე გვაქვს აგრესორ რუსეთთან, ტატუნაშვილის გადმოსვენების ზუსტი თარიღის თქმა ძალიან ძნელია!
- +

1 მარტი. 2018. 10:18



ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში" სტუმრობისას განაცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსასვენებლად სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს.

 

„არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან და იმ ორი თავისუფლება აღკვეთილი ახალგაზრდის დაბრუნებასთან დაკავშირებით ზუსტი თარიღების თქმა ძალიან ძნელია, როდესაც საქმე გვაქვს ისეთ აგრესორთან, როგორიცაა რუსეთი და აბსოლუტურად არალეგიტუმურ სახელისუფლებო წარმონაქმნებთან, რომლებიც ასრულებენ დე ფაქტო მართვას რუსეთის ძალებთან ერთად ოკუპირებულ ტერიტორიებზე. თუმცა, მაქსიმალურად კეთდება ყველაფერი იმისთვის, რომ გადმოსვენება მოხდეს და აუცილებლად მოხდება გადმოსვენება.

 

ყველაფერი კეთდება არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით და არამედ საერთაშორისო დონეზეც, ზეწოლა არის ძალიან ძლიერი და ეს აუცილებლად დამთავრდება შედეგით. უბრალოდ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ასეთი ზუსტი საათებისა და თუნდაც დღეების თქმა, როდესაც საქმე გაქვს ასეთ არაპროგნოზირებად მეზობელთან და მის მიერ მართულ რეჟიმთან, ცხადია, ძალიან ძნელია", - განაცხადა სოზარ სუბარმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner