logo_geo
eng_logo
ლევან ჯიბღაშვილი: ბოლო პერიოდში ძალიან ცუდად მიდის ბრძოლა პოლიციის წინააღმდეგ...
- +

1 მარტი. 2018. 10:10



ბიზნესმენმა ლევან ჯიბღაშვილმა ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში განაცხადა, რომ ყველა პოლიციელი ხვალინდელი სიმშვიდის გარანტიაა.

 

„ჩემი შეხედულებით ბოლო პერიოდში ძალიან ცუდად მიდის ბრძოლა პოლიციის წინააღმდეგ, რაც ავტომატურად ასახავს ხვალინდელი დღის უსაფრთხოებას. ყველა ადამიანები ვართ. ადამიანი ერთი დღე რომ ჩაუჯდეს საპატრულო პოლიციის რაციას და მთელი დღე მასთან ერთად გაატაროს, დარწმუნებული ვარ რომ ისე შეიძლება მანქანიდან ნორმალური ფსიქიკით ვერ გადმოვიდეს. ყველა პოლიციელის და პატრულის სახლიდან გამოსვლა არის რისკის ქვეშ იმიტომ, რომ როდის და სად დაუძახებენ არავინ არ იცის", - განაცხადა ჯიბღაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner