ჟურნალისტი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში გუშინ ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას, რომელიც ერთი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა, სოციალურ ქსელში ეხმიანება:
„ეს ტრაგედია არ უნდა გადატყდეს კონკრეტულ მუშაზე, რომელმაც ჭანჭიკს არ მოუჭირა. მოსაძებნია და დასასჯელია ის ადამიანები, ვინც ობიექტი ჩაიბარა. იმავე პრინციპით უნდა დაისაჯონ მეტროსადგურ „ვარკეთილის" ინციდენტში დამნაშავენი. მუშის შესრულებულის ხარისხზე პასუხისმგებელი უნდა იყოს კომპანია, კომპანიის ხარისხზე კი სახელმწიფო, მისი პასუხისმგებელი პირის სახით.
რამდენი ბავშვის სიცოცხლე და რამდენი მუშის დაღუპვაა საჭირო იმის გასაგებად, რომ სახელმწიფო მხოლოდ ბიზნესმენებს არ ეკუთვნით? როდის გაბედავს ხელისუფლება შრომის ინსპექციის შემოღებას, მშრომელთა უფლებების დაცვას, მათი უსაფრთხოების სტანდარტების გამკაცრებას, მშენებლობების ხარისხზე კონტროლის დაწესებას და მშრომელთა უფლებების ბიზნესმენების უფლებებთან გათანაბრებას? როდის გათანასწორდება კანონი ყველასთვის თანაბრად? როდის გაუტოლდება სამართლიანობა სამართალს? ეს რიტორიკული კითხვა არაა, ამ საკითხების მოუგვარებლობა ადამიანებს კლავს", - წერს უძილაური.