logo_geo
eng_logo
ბორჯომის საკრებულოსა და მერიასთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული
- +

1 მარტი. 2018. 11:57



ბორჯომის საკრებულოსა და მერიასთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული. როგორც საკრებულოსთან, ისე მერიასთან ასევე განთავსებულია სატვირთო ავტომანქანები და ავტობუსები, რომლებითაც ბორჯომში პოლიციელები ჩაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, პოლიციის გარდა, ადგილზე იმყოფება სპეციალური დანიშნულების რაზმებიც.


ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გუშინ, დღის განმავლობაში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. საკრებულოში ბორჯომის მერიის თანამშრომლების ხელფასების მატების საკითხის განხილვა იყო დაგეგმილი.


ტელეკომპანია „ბორჯომის" ინფორმაციით, 26 დეპუტატიდან საკითხის დამტკიცებას მხარი „ქართული ოცნების" 11 დეპუტატმა დაუჭირა. 15 ოპოზიციონერმა დეპუტატმა კი აღნიშნულ საკითხს მხარი არ დაუჭირა. შესაბამისად, ხმების არასაკმარისი რაოდენობის გამო, ხელფასების საკითხი თავდაპირველად ჩავარდა, რასაც ბორჯომის მერიის თანამშრომლების პროტესტი მოჰყვა. ისინი დღეს გაფიცვას და ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner