logo_geo
eng_logo
ილია მეორე: შვიდგზის ზეთისცხება ადამიანს სიწმინდის მადლსა და ძალას აძლევს
- +

26 აპრილი. 2016. 20:19


ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში შვიდგზის ზეთისცხების საიდუმლო სრულდება, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ატარებს.



მსახურების დაწყებამდე უწმინდესმა ტაძარში შეკრებილებს მცირე ქადაგებით მიმართა და შვიდგზის ზეთისცხების საიდუმლოს შესახებ ისაუბრა.



პატრიარქის თქმით, როდესაც ჩვენ შევთხოვთ უფალს მოგვცეს ძალა, ჩვენ ამ დროს ვითხოვთ სულიერ ძალას, მადლს, რომელიც ჩვენ მოგვცემს შესაძლებლობას, გავუწიოთ წინააღმდეგობა ბოროტებას. უწმინდესის თქმით, შვიდგზის ზეთისცხება არის უდიდესი საიდუმლო, რომელიც ადამიანს აძლევს სიწმინდის მადლსა და ძალას, რომელიც არის უძლურთა მკურნალი.




„ინებოს უფალმა ეს შვიდგზის ზეთისცხება. ზეთისცხების საიდუმლო იყოს საკურნებლად სულისა და ხორცისა და ღმერთმა მოგვიტევოს ნებსითნი და უნებლიე ცოდვები", - ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქიმა ილია მეორემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner