logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: „ენტევემ“ სააკაშვილისა და ალასანიას „ცეერუშნიკობაზე“ პედალირება იმიტომ ხომ არ გააკეთა, რომ...
- +

1 მარტი. 2018. 11:59




„2018 წლის 18 თებერვალს რუსეთის სამთავრობო ტელეარხის „ენტევეს" ეთერში გავიდა გადაცემა „ახალი რუსული სენსაციები", რომელიც მთლიანად მიხეილ სააკაშვილსა და მის ბიძას, თემურ ალასანიას მიეძღვნა. გადაცემას საქართველოში საკმაოდ დიდი რეზონანსი მოჰყვა და სოციალური ქსელის მომხმარებელთა შორის აქტიური განხილვის საგნად იქცა", - ამის შესახებ ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა გაზეთ „ასავალ-დასავალში" წერს.

 

„მიუხედავად იმისა, რომ რუსულმა ტელეარხმა სააკაშვილის დედის ძმასთან - თემურ ალასანიასთან ნიუ-იორკში ჩაწერილ ვრცელ ინტერვიუს „მსოფლიო ექსკლუზივი" უწოდა, „ენტევეს" გადაცემაში არაფერი იყო  ისეთი, რაც ქართველ საზოგადოებას აქამდე არ გაუგია და თუნდაც ჩვენი გაზეთის ფურცლებზე მრავალჯერ არ წაუკითხავს.

 

დიახ, საბჭოთა სპეცსამსახურის ტალანებში გამოზრდილი თემურ ალასანია სააკაშვილის ცხოვრებისა და კარიერის „რუხი კარდინალი" რომ არის, ეს საქართველოში ბავშვმაც კი იცის, ხოლო ვინც ბოლო ოცწლეულის ქართული პოლიტიკის პერიპეტიებს ზედაპირულად მაინც იცნობს, ყველასთვის ცნობილია იმ შავბნელი საქმეების შესახებ, რომელიც თემურ ალასანიას სახელს პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება.

 

სამაგიეროდ, სიახლე იყო „ენტევეს" კიდევ ერთი რესპონდენტის - საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მინისტრის იგორ გიორგაძის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საბჭოთა სპეცსამსახურებთან არამარტო სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია, არამედ სააკაშვილის დედა გიული ალასანიაც თანამშრომლობდა.

 

კერძოდ, გიორგაძემ, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს და შევარდნაძის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის ორგანიზების ბრალდებით 1995 წლიდან იძებნება, რუსულ გადაცემას ასეთი რამ განუცხადა: „საერთოდ, მიხეილ სააკაშვილის ოჯახი სპეცსამსახურებთან ტრადიციულად თანამშრომლობდა. დედამისი გიული ჩვენს აგენტად მუშაობდა. ბიძამისი თემურ ალასანიაც, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, ასევე საბჭოთა კავშირის „კაგებეს" აგენტი იყო".

 

თუმცა, „ენტევეს" ეთერში გასული გადაცემების ავტორებმა სრულიად საპირისპირო აქცენტები გააკეთეს - ვრცელი სიუჟეტის მთავარი ქვეტექსტიც და „ზეტექსტიც" ის იყო, რომ თემურ ალასანიაც და მისი დისშვილი სააკაშვილიც ამერიკული სპეცსამსახურის მარიონეტები არიან, რომლებიც საქართველოშიც და უკრაინაშიც „ცეერუს" ხელდასხმით მოქმედებენ.

 

ამ გადაცემის ნახვის შემდეგ, პირადად მე, ასეთი კითხვაც კი დამებადა - რუსეთის სამთავრობო ტელეარხმა სააკაშვილისა და ალასანიას „ცეერუშნიკობაზე" პედალირება იმიტომ ხომ არ გააკეთა, რომ მათი, როგორც კრემლის ფარული ემისრების, ნამდვილი სახე დაფაროს და რუსეთზე მომუშავე ბიძა-დისწულს „ამერიკული ალიბი" შეუქმნას?" - წერს ხუბუა.





 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner