logo_geo
eng_logo
არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხზე ერგნეთში მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს
- +

1 მარტი. 2018. 12:27




ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 85-ე შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრა დაგვიანებით დაიწყო და მას წინ უძღოდა კონსულტაციები ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებსა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის.


შეხვედრაზე ქართული მხარე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის უმოკლეს ვადაში გადმოსვენების საკითხს დააყენებს. ასევე, მოითხოვს, ოკუპირებულ ახალგორში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს - იოსებ პავლიაშვილს და ლევან ქუტაშვილს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალება მიეცეს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner