ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 85-ე შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრა დაგვიანებით დაიწყო და მას წინ უძღოდა კონსულტაციები ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებსა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის.
შეხვედრაზე ქართული მხარე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის უმოკლეს ვადაში გადმოსვენების საკითხს დააყენებს. ასევე, მოითხოვს, ოკუპირებულ ახალგორში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს - იოსებ პავლიაშვილს და ლევან ქუტაშვილს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალება მიეცეს.