logo_geo
eng_logo
ვახტანგ მაისაია: თემურ ალასანიამ საკუთარი თავი კიდევ ერთხელ გაშიფრა!
- +

1 მარტი. 2018. 12:28




ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში 2018 წლის 18 თებერვალს „ენტევეს" ეთერში გასულ გადაცემას გამოეხმაურა, რომელიც მიხეილ სააკაშვილსა და მის ბიძას თემურ ალასანიას მიეძღვნა.

 

„ყველასათვის ცნობილია, რომ „ენტევე"  პუტინის პირადი ტელევიზია და რუსული პროპაგანდის ფლაგმანია, თემურ ალასანიამ კი მისთვის ვრცელი, ექსკლუზიური ინტერვიუს მიცემით საკუთარი თავი კიდევ ერთხელ გაშიფრა. კერძოდ, კრემლის პროპაგანდისტულ რუპორთან ინტერვიუში სააკაშვილის ბიძამ უკრაინის პროდასავლელ პრეზიდენტ პოროშენკოს „დაარტყა" და რუსულ სამთავრობო მედიას უკრაინის პროამერიკული მთავრობის წინააღმდეგ, როგორც იტყვიან, კარგი „სატოპკე" მისცა. აქედან გამომდინარე, მკითხველმა გამოიტანოს დასკვნა - ვის ინტერესებზე მუშაობენ თემურ ალასანია და მისი დისშვილი?!

 

რაც „ენტევემ" თემურ ალასანიასთან დაკავშირებით გააკეთა, ამას „ოპერატიული შენიღბვა" ჰქვია. დიახ, პუტინის ტელევიზია შეეცადა, „რუსეთის კაცი" თემურ ალასანია „ამერიკის კაცად" გაესაღებინა. კიდევ ვიმეორებ - „ენტევეს" ეთერში გასული გადაცემის მთავარი მიზანი პოროშენკოზე „დარტყმა" და უკრაინის ხელისუფლების დისკრედიტაცია იყო, რაც თემურ ალასანიამ მშვენივრად გააკეთა, დანარჩენი კი მხოლოდ „წყალი" და ბელეტრისტიკა იყო", - განაცხადა მაისაიამ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner