გარდაცვლილი სულხან მოლაშვილის ძმა თორნიკე მოლაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას გამოეხმაურა და მოსამართლე ლევან მურუსიძესთან დაკავშირებით ისაუბრა.
„ლევან მურუსიძე არის გამოუსწორებელი ნაძირალა, რომელიც ახლაც უსინდისოდ აცხადებს - სულხან მოლაშვილს დღესაც გავამტყუნებდიო! ას თხუთმეტი თუ ას თექვსმეტი შუამდგომლობა დააყენა ჩვენმა ადვოკატმა და არცერთი არ დააკმაყოფილა. ეგეთი უტიფარი კაცი სადმე გინახავთ?" - განაცხადა თორნიკე მოლაშვილმა.