„შს სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები გუშინდელი ინციდენტის შემდეგ, ბორჯომის საკრებულოს შენობაში ამ დრომდე რჩებიან", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ.
როგორც უწყებაში განმარტავენ, ბორჯომელების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ადგილზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებიც იმყოფებიან.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები გუშინდელი ინციდენტის შემდეგ, ბორჯომის საკრებულოს შენობაში ამ დრომდე რჩებიან, ხოლო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები საზოგადოებრივი წესრიგის და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით ქალაქ ბორჯომში იმყოფებიან", - აცხადებენ შს სამინისტროში.
ცნობისათვის, გუშინ, ბორჯომის საკრებულოს შენობაში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს მერიის თანამშრომლები, საკრებულოდან „ქართული ოცნების" წევრები და ოპოზიციის დეპუტატები დაუპირისპირდნენ.