„კანდიდატი თავად არ ჰყავთ და „ევროპულ საქართველოს" ლანძღავენ - რატომ ჰყავთ კანდიდატი, მთავრობასთან თუ არ არიან გარიგებულებიო", - ამის შესახებ „ტაბულას" მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს და აქვე „ნაციონალურ მოძრაობას" მიმართავს:
„უკიდურესად კომიკურ ვითარებაში იგდებს თავს „ენმ". ცოტა ხნის წინ გრიგოლიას ეთერში ვიყავი. „ენმ"-ის პოლიტსაბჭოს წევრიც იყო. ინგამ კითხვა დაუსვა, უნდა წასულიყო თუ არა მიშა ქვეყნიდანო. პასუხი ვერ იპოვა და „გიგიც გარბოდაო", - თქვა.
ახლა ხონსა და ვანში კანდიდატი არ ჰყავთ. წინა არჩევნებში ხონშიც და ვანშიც მეორე ადგილზე „ევროპული საქართველო" გავიდა. ხონში კაკო ბობოხიძე ძალიან ძლიერია. ძალიან მაღალი შანსია, „ნაცების", „პატრიოტების", ბურჯანაძის და ვაშაძის ალიანსი მესამე ადგილზე გავიდეს. კანდიდატი თავად არ ჰყავთ და „ევროპულ საქართველოს" ლანძღავენ - რატომ ჰყავთ, მთავრობასთან თუ არ არიან გარიგებულებიო. ისევ ტალახი. წადით, ხალხო, კანდიდატი ეძებეთ, თუ საქმის გაკეთება გინდათ. მაგრამ მერე ტალახში ვინ გაგორდება?" - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.