logo_geo
eng_logo
მანანა ვაზაგაშვილი: გაუსაძლისი გახდა ჩვენი ცხოვრება, მუქარა მუქარაზე ისმის...
- +

1 მარტი. 2018. 15:46


 

იური ვაზაგაშვილის დამ მანანა ვაზაგაშვილმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ კორტებთან ჩაცხრილული ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ცააძის და, ირინა ცააძე ვაზაგაშვილების ოჯახს ყოფილი კორტების ტერიტორიაზე მსხვერპლთა უკვდავსაყოფად აგებული ძეგლის დამსხვრევით ემუქრება.

 

„გაუსაძლისი გახდა ჩვენი ცხოვრება, მკვლელების მხრიდან მუქარა მუქარაზე ისმის. მუდმივ ზეწოლას განვიცდით პროცესებზეც. აქეთ გვეძახიან მკვლელებსა და ბარიგებს. სააპელაციო სასამართლოში ირინა ცააძემ ჩემკენაც გამოიწია საცემად. მის უკან, რომელიც კალიასავით დახტის „ნაციონალების" დაკრულზე, სააკაშვილის რეჟიმის ნარჩენები დგანან.

 

ადამიანი, რომელიც სასამართლო პროცესზე ამბობდა, მიცვალებულს ამოგითხრით და კიდევ ორსაც მივაყოლებთო, ამის ძმა, გეკითხებით, რა იქნება?! არ მოკლავდა კაცს?! ირინა ცააძე თავისი ცილისმწამებლური განცხადებებით პოპულარული გახდა. სავარაუდოდ, დაფინანსებაც აქვს, ეს ამაზრზენი კამპანია რომ აწარმოოს", - განაცხადა მანანა ვაზაგაშვილმა. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner