ჟურნალისტი გიორგი უძილაური ბოტანიკური ბაღის შესახებ ნიკა მელიას განცხადებებს და პათოსს ეხმაურება და სოციალურ ქსელში მიმართავს:
„ახლა ვნახე კადრები, როგორი ტონით უყვირის ნაციონალი მელია ბოტანიკური ბაღის დირექტორს... გული მიკვდება, სადამდე გათავხედდნენ და გაუზრდელდნენ ეს ჯალათები... ახია ოცნებაზე...
ნიკანორ მელია! "ბიჭო"-თი ელაპარაკე შენს თანაჯალათელ-თანაპარტიელებს!
როდიდან დაინტერესდით ნაციონალები ბოტანიკური ბაღით? სად იყავით ხელისუფლებაში მყოფები 2005 წლიდან 2012 წლის ბოლომდე?
დიახ! მადლობა უნდა გადაუხადოს სააკაშვილის ჯიბის კაცმა ნიკანორ მელიამ ივანიშვილს, რადგან სწორედ ივანიშვილი იყო ის ადამიანი, ვინც უვლიდა არა მხოლოდ თბილისის არამედ სააკაშვილის მხრიდან პრივატიზაციაზე გატანისთვის გაწირულ ბათუმის ბოტანიკურ ბაღსაც. იმ დროს ნაციონალებს არ გეცალათ ბოტანიკური ბაღისთვის, ოპონენტებს დასდევდით და განსხვავებულ აზრს ატერორებდით...
2005 წლიდან 2016 წლამდე ფონდმა ქართუმ 23 მილიონი ლარზე მეტი მოახმარა თბილისის და ბათუმის ბოტანიკური ბაღების რეაბილიტაციასა და ფუნქციონირებას(მათ შორის ხელფასებს).
რის მიტაცებაზე აღებს პირს მიმტაცებელთა პარტიის წარმომადგენელი, როცა სწორედ ივანიშვილმა გადაარჩინა ქვეყნის 2 ბოტანიკური ბაღი? ივანიშვილს თუ არ შეუმატია, არაფერი მოუკლია თბილისის ბოტანიკური ბაღისთვის. (სურათზე ბოტანიკის ინსტიტუტის უნიკალური შენობაა)
ასე რომ, მელია, მაგ ტონით ელაპარაკე უკრაინაში გაქცეულ ბელადს, რომლის დროსაც ბოტანიკურიც და ქვეყნის მთელი ტყის საფარიც აღქმული იყო მხოლოდ სახერხად და ფულის საკეთებელ "ცეხად."