ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა 2018 წლის 18 თებერვალს „ენტევეს" ეთერში გასულ გადაცემასთან დაკავშირებით, რომელიც მიხეილ სააკაშვილსა და მის ბიძას თემურ ალასანიას მიეძღვნა, გაზეთ „ასავალ-დასავალში" სტატიას აქვეყნებს.
„ტელეკომპანია „ენტევესთვის" მიცემულ ინტერვიუში თემურ ალასანიამ განაცხადა, რომ სააკაშვილი „გადაშლილი წიგნია", რომელიც არასოდეს ცრუობს და მუდამ სიმართლეს ღაღადებს.
ამ განცხადებების შემდეგ, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ მარაზმატული ბოდვები არამარტო სააკაშვილს, არამედ ბიძამისსაც ახასიათებს და, საერთოდ, ალასანიას მთელი ინტერვიუ, რომელიც რუსულმა არხმა გადმოსცა, ერთი დიდი მარაზმი იყო.
თემური (ალასანია) და მისი რაზმის წევრი სააკაშვილი მარაზმში ყურყუმელაობენ და საბოლოოდ იქვე ჩაიხრჩობიან კიდეც", - წერს ჯაბა ხუბუა.