„ქართული მარშის" ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ხვალ, 2 მარტს, 13 საათზე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შედის „ქართული მარშის" და საინიციატივო ჯგუფის წინადადებები, რომლებიც უნდა დადგეს რეფერენდუმზე.
1) აღდგეს პირადობის მოწმობაში ეროვნების აღმნიშვნელი გრაფა.
2) აიკრძალოს უცხოეთიდან არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება.
3) შეწყდეს საბანკო ტერორი და სესხის მაქსიმალურ პროცენტად დადგინდეს 7%.
იმედი გვაქვს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად გაიმართება რეფერენდუმი, რაც არ გამოიწვევს ზედმეტ დანახარჯებს", - წერს ბრეგაძე.