განათლების მინისტრის მრჩეველი ოთარ აბესაძე „ნაციონალური მოზრაობის" წევრის, ნიკა მელიას შესახებ სციალურ ქსელში წერს.
აბესაძის თქმით, მელიას პოლიტიკოსისათვის შეუფერებელი უნარ- ჩვევები გააჩნია.
„როგორი არ უნდა იყოს 21-ე საუკუნის პოლიტიკოსი ამის კლასიკური მაგალითი არის ბატონი ნიკა მელია.
დღეს ვნახე ვიდეო სადაც ის ესაუბრება თბილისის ბოტანიკური ბაღის დირექტორს და თანამშრომლებს. უფასო 8 რჩევა ნაც. მოძრაობის PR სამსახურს, რომ აუხსნას და ასწავლოს მათ დაქვემდებარებაში მყოფებს.
1. დაუშვებელია პოლიტიკოსი მარტო მუშაობდეს კამერაზე, მხოლოდ თვითონ საუბრობდეს, არ ისმენდეს პასუხს.
2. დაუშვებელია ნებისმიერი ტიპის შეხვედრისას ოპონენტს ან მხარეს შეეხო ფიზიკურად, ხელის დაჭერით და ა.შ. (P.S. სამწუხარო გამოცდილება მეც მაქვს ნიკა მელიასგან.
3. დაუშვებელია, როდესაც ესაუბრები პროფესიულ კოლექტივს და აბსოლუტურად მენტორული ტონით მოძღვავდე მათ. უნდა კითხო აზრი
4. დაუშვებელია ესაუბრებოდე ასაკით უფროსს და მითუმეტეს პროფესორს და ადამიანი ისე გამოიყვანო წყობიდან, რომ პროფესორიც კი გაამწარო
5. დაუშვებელია საუბრის მანერა, ქცევები, დიალოგი და ა.შ. იყოს გამომწვევი, აგრესიული და მოძველბიჭო მენტალობის ასოციაციას ქმნიდეს.
6. დაუშვებელია ჟესტიკულაცია და სახის მიმიკები იყოს მხოლოდ ირონიული, გამომწვევი და აგრესიული.
7. დაუშვებელია მსგავსი ტიპის პოპულიზმი, რომ ადამიანს "დანაშაულის ადგილას" მიყავხარ და არ მიყვები. ეს იწვევს უნდობლობას.
8. დაუშვებელია შეხვედრებზე ნასვამი სიარული (ამის პირადი გამოცდილებაც მაქვს ნიკა მელიასგან)
P.S. მთავარი და ღირებული არის ის, რომ ადამიანებს უნდა უყვარდე და გენდობოდნენ. შესაბამისად..."