მოკლული ბუტა რობაქიძის მამა სოსო რობაქიძე კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსის ზაზა ბაქრაძის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა. მისი თქმით, არათუ საპროცესო შეთანხმების, არამედ ბაქრაძის გათავისუფლების წინააღმდეგიც არ იქნება.
რობაქიძის ინფორმაციით, ბაქრაძე სკანდალურ ჩვენებებს მისცემს.
„იმედი მაქვს, რომ ბაქრაძის აღიარების შემდეგ პროცესი დაჩქარდება. ღვინიაშვილი, წერეთელი, ოქრუაშვილი, ადეიშვილი, საპატრულოს უფროსი და შესაძლოა, ამ სიას სხვებიც დაემატოს. ოქრუაშვილი რომ იყო დიდუბეში მისული ორი ჯიპით, ესეც დადგინდება", - თქვა სოსო რობაქიძემ.