მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს ოდესაში ნაციონალური გვარდიის შეყვანას სთოხვს. შესაბამისი ვიდეომიმართვა ოდესის გუბერნატორმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. გვარდიის შეყვანის საჭიროება სააკაშვილმა 2 მაისის ტრაგედიის მეორე წლისთავით ახსნა. მისი თქმით, რეგიონში "კონტრრევოლუციის ნიშნებია".
"ჩვენ სახელმწიფოს დაშლის ყველა ნიშანი გვაქვს. მსურს, 2 მაისის სევდიანი წლისთავის წინ და იმ ფონზე, რომ უკრაინის მტრები აშკარად ემზადებიან ოდესასა და ოდესის ოლქში, მოვთხოვო პრეზიდენტს, დაგვეხმაროს წესრიგის დამყარებაში", - განაცხადა სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში.
ამას გარდა, გუბერნატორმა განაცხადა, რომ საჭიროა ოდესაში ახალი პროკურორის დანიშვნა. სააკაშვილი მიიჩნევს, რომ უმჯობესია ამ თანამდებობაზე დავით საყვარელიძე დაბრუნდეს.
თავისი მიმართვა ოდესის გუბერნატორმა ოდესაში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებით ახსნა.
დღეს ოდესის მერიის შენობასთან მერის თანამდებობიდან გენადი ტრუხანოვის გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე აქციის მონაწილეებსა და ქალაქის ადმინისტრაციის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა, ასევე თავდასხმა განხორციელა აქტივისტების კარვების ქალაქზე. სააკაშვილის მტკიცებით, თავდასხმა ქალაქის მერიის განკარგულებით განხორცილდა. ერთი დღით ადრე კი ოდესაში ერთ-ერთი ბანკის ოფისს ყუმბარმტყორცნიდან ცეცხლი გაუხსნეს.
თავის ხმრივ, ქალაქის ხელისუფლება მომხდარში გუბერნატორის გუნდს ადანაშაულებს.
2014 წლის 2 მაისს ოდესის ცენტრში მასობრივი არეულობისა და პროფკავშირების სახლში ხანძრის შედეგად 48 ადამიანი დაიღუპა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ამ დრომდე არ დასრულებულა.