სლოვაკეთის პოლიციამ ჟურნალისტ იან კუციაკისა და მისი მეგობარი ქალის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავა.
„ჩვენი ინფორმაციით, გასულ პარასკევს ორი პირი, რომლებიც უკვე დიდი ხნის განმავლობაში ეჭვმიტანილები არიან ნარკოდანაშაულში, საუბრობდნენ იმაზე, რომ საჭიროა იარაღის აღება და სოფელ ველკა მაჩაში წასვლა. დაკავებულია ერთი პირი", - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.