„ძალიან მესირცხვილება, როცა ასეთ ტრაგიკულ ვითარებაში მიწევს სრულიად არაარსებით საკითხზე გამოხმაურება, მაგრამ მაინც დავწერ, ვინაიდან ვფიქრობ, რომ საკითხი საჭიროებს განმარტებას!" - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თამთა ყუბანეიშვილი ხატია დეკანოიძის განცხადებას.
ხატია დეკანოიძემ სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტი გაავრცელა: „რესტორანში ჭამა-სმის შემდეგ, სუბარი დაღუპული ოფიცრის ჭირისუფალთან მიდის და სასმლის ოხშივარით ესაუბრება. კოლაბორაციონიზმის, ღალატისა და გულგრილობის სინთეზში აზელილი „ოცნება".
აღნიშნულ განცხადებას თამთა ყუბანეიშვილმა შემდეგი სახის პოსტი მიუძღვნა:
„ქალბატონო ხატია, შეგრცხვეთ, როცა ასეთ ტყუილებს ავრცელებთ. ადგილზე ბევრი ჟურნალისტი იმყოფებოდა. მათ შეუძლიათ დაადასტურონ, როგორ იტყუებით ან გამომეხმაურონ, თუ სიმართლეს არ ვამბობ. ასევე, შეგვიძლია ვკითხოთ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის მამას, გივი ტატუნაშვილს, ვის გვერდითაც მთელი ამ დროის განმავლობაში იმყოფებოდა სოზარი. ამ მძიმე ვითარებაში ყველაზე ანგაჟირებულმა მოქალაქემაც კი არ უნდა მისცეს საკუთარ თავს პოლიტიკური მიზნებისათვის ასეთი ტყუილის ტირაჟირების უფლება და ზოგადად, პოლიტიკური ტროლინგის ავტორებმა და ვითომ საკუთარი თვალით მნახველებმა გაიგეთ, რომ ეს დიდი ხნის წინ დაგეგმილი დისკრედიტაციის მცდელობა არ მუშაობს!
კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ტატუნაშვილების ოჯახს და ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ", - წერს თამთა ყუბანეიშვილი.