logo_geo
eng_logo
პაატა ქურდაძე: რა მაგარია! ასე არ ჯობია, ამ ჩხუბს და დავიდარაბას?
- +

26 აპრილი. 2016. 21:35


მწერალი პაატა ქურდაძე სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ წარმოებული გამოკითხვის შედეგებს აფასებს და სოციალურ ქსელში პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო სამზადისს იუმორით ეხმიანება:


 

„რა მაგარია! ასე არ ჯობია, ამ ჩხუბს და დავიდარაბას?

ყველა პარტია პირველ ადგილზეა გამოკითხვებით. მათი ლიდერები კი სუპერსტარები არიან!

არათუ ეჭვი, ერთი კითხვაც კი არ უჩნდება არც ერთს იქნებ მეორე ადგილზე იყოს ... დღეს დილიდან ჯერ ნაციონალებმა დამარწმუნეს თავიანთ გარდუვალ გამარჯვებაში ძალიან მშვიდი სახით, მერე ძენმა თავისუფალმა დემოკრატებმა, მერე ქართველ პროლეტართა იმედმა, სინატრასავით მომაკვდინებლად „charmant" ნათელაშვილმა, ბოლოს პაატა ბურჭულაძე თავისი ხავერდოვანი ბასითა და გოდუნოვისეული დრამატული გამოხედვით.. ოცნებაზე არაფერს ვამბობ მათ ისე სწამთ, რომ წყალზე ფეხის დაუსველებლად შეუძლიათ გავლა... მაგრამ მაინც - გამაგებინეთ, რამდენი პირველია საქართველოში? რაიმე არითმეტიკული ვირუსის პანდემია ხომ არ დაგვატყდა ტავს ამ ზნელბედობის ჟამს?" 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner