logo_geo
eng_logo
ბესო ჩუბინიძე: ცრემლებს ძლივს ვიკავებდი, ასეთ მდგომარეობაში მყოფს რომ ვუყურებდი...
- +

1 მარტი. 2018. 19:24



ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე სოციალურ ქსელში ილუზიონისტ ზურა ვადაჭკორიას შესახებ შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ბევრი ექსკლუზივი მქონია მუშაობის პროცესში, ბევრი ისეთი მასალა, რომელზეც ნებისმიერი ჟურნალისტი იოცნებებდა, ბევრ ისეთ ადგილზე, ისეთ ხალხთან და სიტუაციაში ვარ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, რომ... მოკლედ... ეს სიუჟეტი გამახსენდა ახლა, - ძალიან ბედნიერი იყო ამ დღეს ზურა, ვერ გამოხატავდა თითქოს, თითქოს არც იმჩნევდა, მაგრამ მამის ლოცვის გაგება არ გამჭირვებია.

 

დღეს დილით ზურამაც დაგვტოვა, ზურამაც გადაინაცვლა მარადიულ სასუფეველში... რამდენიმე დღის წინ სახლში ვესტუმრეთ მე, დოიჯა და მუკუზა (ნუგზარ კვაშალი), დაბადების დღე ჰქონდა... ვინც ამ სიუჟეტის გმირები არიან, გვერდიდან არ შორდებოდნენ ზურას, ვუყურებდი და ცრემლებს ძლივს ვიკავებდი, ასეთ მდგომარეობაში მყოფ ჩვენს ძმაკაცს რომ ვუყურებდი... დოიჯა ვერ იკავებდა ცრემლს... მის დაბადების დღეზე უკანასკნელად ვნახეთ ჩვენი ძმაკაცი... გაზაფხულის პირველი დღე გათენდა თუ არა - დაგვტოვა... გასახსენებელი? - უამრავი!..." - წერს ჩუბინიძე.


ილუზიონისტი ზურაბ ვადაჭკორია 57 წლის ასაკში გარდაიცვალა.


ზურაბ ვადაჭკორია ერთი წლის განმავლობაში ურთულეს დაავადებას ებრძოდა, ბოლო პერიოდში თავს კარგად გრძნობდა, მაგრამ ინსულტი განმეორდა.


ზურაბ ვადაჭკორიას ეკუთვნის საქართველოში ქართული საილუზიო ხელოვნების დანერგვა.


 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner