logo_geo
eng_logo
დავით უსუფაშვილი: ახლა სიტყვა ევროპარლამენტზეა!
- +

26 აპრილი. 2016. 21:47


ბრიუსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ვიზიტი დაიწყო.

ვიზიტის პირველ დღეს გამართული შეხვედრების შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ საუბრის მთავარი თემა ვიზალიბერალიზაციის პროცესია. მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ პროცესის წარმატებით დასრულებისთვის ყველაფერი გააკეთა, თუმცა, არის პრობლემები,  რომელსაც გათვალისწინება სჭირდება.


მთავარი თემა არის ვიზალიბერალიზაციის პროცესი. დღევანდელი მდგომარეობით, შეხვედრებიდან, სრულიად ცალსახაა, რომ საქართველოს მთავრობამ, საქართველოს პარლამენტმა, საქართველოს ხელისუფლებამ, გააკეთა ყველაფერი, რაც ჩვენზე იყო დამოკიდებული. ახლა სიტყვა  ევროპარლამენტზეა  და  ევროკომისიაზეა.

 

რაც შეეხება თავად პროცესს, იგი მიმდინარეობს კარგად, თუმცა, არის სამი მცირე პრობლემა, რომელსაც გათვალისწინება სჭირდება. პირველი, ეს არის ის გეოპოლიტიკური ვითარება, რაც შექმნილია რეგიონში და ზოგადად, ევროპაში და ის კრიზისი, რაც გამოწვეულია არა საქართველოს გამო და არა საქართველოს მიერ, რა თქმა უნდა, ახდენს გავლენას მიმდინარე პროცესებზე, მაგრამ ეს გავლენა შეიძლება გამოიხატოს მხოლოდ დროზე და არა შინაარსზე, ანუ როდის რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, შესაძლოა, ამან ოდნავი გავლენა იქონიოს, მაგრამ არა ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის,ჯერჯერობით, პირველადი დასკვნა.

 

მეორე პრობლემა რაც გვაქვს, მცირე, მაგრამ მაინც არსებობს, ეს არის ყოფილი ხელისუფლების გუნდის ერთი ნაწილის მცდელობა, რომ ევროპარლამენტში, კერძოდსახალხო პარტიის" წარმომადგენელთა ერთ ნაწილთან ჰქონდეთ იმ ტიპის შეთანხმება, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი მიებას საქართველოშინაციონალური მოძრაობის" პარტიულ და პოლიტიკურ ინტერესებს. ეს არის ერთი ნაწილი, ეს არ არის დიდი ნაწილი, მაგრამ ესეც აშკარაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საქართველოში გვესმისნაციონალური მოძრაობის" ლიდერებისგან, რომ ისინი უპირობოდ სთხოვენ ევროპას, მხარი დაუჭირონ საქართველოს ვიზალიბერალიზაციას, აქ ჩვენ ვხედავთ, რომ საქმე სხვაგვარადაა და ხშირად კონკრეტული, პარტიული თუ პერსონალური ინტერესი უფრო წინა პლანზეა, ვიდრე ქვეყნის ინტერესი. მაგრამ ამ პრობლემასაც მოევლება და გეტყვით როგორ."- განაცხადა უსუფაშვილმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner