შვედეთის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა იოჰან ელმანდერმა 36 წლის ასაკში დაანება ფეხბურთის თამაშს თავი.
იოჰანი 10 გუნდში ასპარეზობდა, შვედეთის, დანიის და თურქეთის ჩემპიონია, „ფეიენოორდის" შემადგენლობაში 2002 წელს უეფას თასი მოიგო, ეროვნულ გუნდში კი 85 მატჩში 20 გოლი გაიტანა.
2010 წელს, როდესაც „ბოლტონში" თამაშობდა, მის მიერ „ვულვერჰემპტონის""კარში გატანილი გოლი „გარდიანის" მკითხველებმა პრემიერლიგის ისტორიაში საუკეთესოდ აღიარეს.