მაია ჯავახიშვილი სოციალურ ქსელში ისტორიულ ფოტოს აქვეყნებს და წერს:
„გიორგი მაზნიაშვილი!
პარადოქსული დროის გენერალი!
პარადოქსული დროის გმირი!
კაცი, რომელსაც რუსეთ-იაპონიის ომში მიღებული ჭრილობების გამო ლაზარეთში მოხვედრილს, ამ ომში გამოჩენილი მამაცობის გამო თვით რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზ მე-2-ის ქალიშვილები უხვევდნენ ჭრილობებს, კაცი, რომელსაც ლაზარეთში მოსანახულებლად ეწვია თავად ნიკოლოზ მე-2 და პირადად გადასცა წმინდა გიორგის ჯვარი ომში გამოჩენილი მამაცობისთვის და კაცი, რომელსაც თავად იმპერატორმა მოუნათლა მოგვიანებით ქალიშვილი, ბოლოს საკუთარი სამშობლოსთვის გამჟღავნებული სიყვარულისთვის, მისი გადარჩენისთვის გამოჩენილი მამაცობისთვის და თავგანწირვისთვის დახვრიტეს! (1937 წელს).
უნიკალური ფოტო - გიორგი მაზნიაშვილი შვილებთან ერთად!" - წერს მაია ჯავახიშვილი.