logo_geo
eng_logo
ზაზა გაბუნია: ტყუილია, თითქოს ბორჯომის საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრები თავიანთი ხელფასების გაზრდას ითხოვენ!
- +

2 მარტი. 2018. 01:34


 

 

„აბსოლუტური ტყუილია, თითქოს ბორჯომის საკრებულოს „ქართული ოცნების" წევრები თავიანთი ხელფასების გაზრდის მოთხოვნით გამოდიან", - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, ბორჯომის საკრებულოს ოპოზიციური ჯგუფების - „ნაციონალური მოძრაობის", „ევროპული საქართველოს", „ლეიბორისტული პარტიისა" და „პატრიოტთა ალიანსის" ძალიან ვიწრო პოლიტიკური ამოცანების გამო, მოქალაქეთა ინტერესები ზარალდება.

 

„მათი მიზანია, მოქალაქეები არ დაზარალდნენ, რადგან როგორც ვიცით, 3 თვის განმავლობაში საჯარო მოხელეების ნაწილი - დამლაგებლები, მძღოლები, პედაგოგები და საბავშვო ბაღების აღმზრდელები ხელფასს ვერ იღებენ იმის გამო, რომ საკრებულო თავის ფუნდამენტურ ფუნქციებს ვერ ასრულებს და მუნიციპალიტეტს ნიადაგს აცლის, რათა მან საკუთარი პროექტები, თუ პროგრამები განახორციელოს და მოქალაქეებს სერვისები მიაწოდოს.

 

ეს გადაწყვეტილება, რომელიც ხელფასების გაცემის სამართლებრივი წინაპირობა უნდა გახდეს, საკრებულოს მიღებული არ აქვს. რა ინფრასტრუქტურაზეა საუბარი, როცა უკვე დასაქმებულ მუშა-მოსამსახურეებზე, მათ შორის, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა თანამშრომლებზე ხელფასის გაცემის სამართლებრივი წინაპირობები არ შექმნილა?!

 

ახალი, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას თავისი სამართლებრივი და საკანონმდებლო წინაპირობები აქვს. რა თქმა უნდა, ბორჯომში ემოციური ფონი და პოლიტიკური ტემპერატურა მაღალია, მაგრამ ახალი არჩევნები შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი რამდენადაა, ამას დისკუსია და მსჯელობა სჭირდება. უმრავლესობაში ამაზე ჯერ არ გვიმსჯელია და მით უმეტეს არ არსებობს გადაწყვეტილება", - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner