logo_geo
eng_logo
მანანა ვაზაგაშვილი: თუ ქალბატონი ცააძე არ დაოკდება, პროკურატურაში საჩივარს თავად შევიტან!
- +

2 მარტი. 2018. 11:14


 

„თუ ქალბატონი ცააძე არ დაოკდება, პროკურატურაში საჩივარს თავად შევიტან", - ამის შესახებ მოკლული იური ვაზაგაშვილის დამ მანანა ვაზაგაშვილმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში განაცხადა.


როგორც მანანა ვაზაგაშვილმა აღნიშნა, კორტებთან ჩაცხრილული ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ცააძის და, ირინა ცააძე კორტების ტერიტორიაზე აღმართული მემორიალის დამსხვრევით იმუქრება.

 

„იურის ვერავინ გამიცოცხლებს, მაგრამ ის ხომ მაინც შეიძლება, მიცვალებულები მიწაში დამისვენონ?! ეს მხოლოდ ჩვენი ოჯახის მისამართით ნასროლი ტალახი კი არა, პირველ რიგში, ხელისუფლების შეურაცხყოფაა! ირინა ცააძე „ნაციონალების" სახეა. მის განცხადებებში მთელი სანაცეთის ფარული სურვილები და ზრახვები იმალება! ცოტას კიდევ დავიცდი. თუ ქალბატონი ცააძე არ დაოკდება, პროკურატურაში საჩივარს თავად შევიტან, მაინც მოუწევს იმასთან შეგუება, რომ მკვლელი ძმა ჰყავს!" - განაცხადა ვაზაგაშვილმა.



 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner