logo_geo
eng_logo
„უკანონო იარაღისა და ნარკოტიკების ქსელი საქართველოს ტერიტორიაზე თემურ ალასანიას მეთვალყურეობით გადიოდა“
- +

2 მარტი. 2018. 12:18



ექსპერტმა უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაიამ გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო იარაღისა და ნარკოტიკების ქსელი ექს-პრეზიდენტის ბიძის თემურ ალასანიას მეთვალყურეობით გადიოდა.


„ენტევესთვის" მიცემულ ინტერვიუში თემურ ალასანიამ თვითონვე აღიარა, რომ ყოველთვის სააკაშვილის არაოფიციალური მრჩეველი იყო და ამ ფუნქციას ცხოვრების ბოლომდე შეასრულებს. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციითა და ანალიტიკური მასალების მიხედვით, სააკაშვილის ხელისუფლების დროს უკანონო იარაღისა და ნარკოტიკების ქსელი საქართველოს ტერიტორიაზე სწორედ თემურ ალასანიას კურატორობითა და მეთვალყურეობით გადიოდა.

 

არ დაგვავიწყდეს, რომ თემურ ალასანია გაერო-ს განიარაღების კომიტეტში რუსული კვოტით მუშაობდა და შესაბამისად, იარაღით ვაჭრობის საერთაშორისო სქემებს კარგად იცნობს, იცის, სად რომელი იარაღის კონტრაბანდისტი ოპერირებს და როგორ უნდა მოხდეს მათთან ურთიერთობის გაბმა", - განაცხადა მაისაიამ.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner