logo_geo
eng_logo
კოკა ყანდიაშვილი: ეს ის ზღაპარია, რაშიც „ნაციონალები“ დაიწვნენ...
- +

26 აპრილი. 2016. 22:18


ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი ევროპალრამენტში ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით „სახალხო პარტიის" გამოსვლას აფასებს და აღნიშნავს, რომ „სახალხო პარტია" „ნაციონალური მოძრაობის" ინტერესების გამტარებელია.



„მეგობრებო - დღეს მთავარი ის კი არ არის, ბოტანიკურ ბაღზე გულები რომ „დაეფუფქათ" ნაცებს - არა, არამც და არა!

 

მთავარი ისაა, რომ ერთად-ერთმა პარტიამ, რომელმაც წინააღმდეგობა გაუწია საქართველოს - ვიზალიბერალიზაციაზე - ევროპის სახალხო პარტია გახლდათ. რომლის წევრიც, - სად იყო და სად არა, ზუსტად ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა!

 

ის ნაციონალური მოძრაობა - რომელიც გაჰკივის ევროპა გვინდა, ევროპულები ვართო - და საქართველოს თითოეული მოქალაქის მომავალს გადაეღობნენ წინ - თავისი ევროპელი პარტნიორი პარტიის მეშვეობით!

 

მართალია - საღმა აზრმა და საქართველოს მეგობრებმა - ცივი წყალი გადაასხეს მთელ იპიპის ნაცებიანათ - მაგრამ ხომ ყველაფერი იღონა სააკაშვილის ნაშიერმა ძალამ, რომ საქართველოს მოქალაქეებს - არ მიეღოთ უვიზო მიმოსვლის საშუალება?!

 

აი რატომ "დაეფუფქათ" დღეს გული ბოტანიკურ ბაღზე.

გადაფარვაც ასეთი უნდა.....

და თუ მე ვცდები - მაშინ ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებს!

 

გაუმარჯოს საქართველოს - ჩვენ დღეს მთელმა ევროპამ გვითხრა - კი!!! მობრძანდით ქართველებო - ევროპის კარი ღიიაა თქვენთვისო!

 

.. რა თქმა უნდა ქართულმა მედიამ ეს ვერ შეამჩნია. ამ აზრის - გაჟღერებაც კი არსად მომხდარა, და იცით რატომ? იმიტომ, რომ რუსთავი2- ეს არ უთქვამს და არც NGO-ებს! მედიას კი საკუთარი ხედვა, აზრი და ფიქრი - ვაი რომ არარ აქვს....

 

.. და ის ზღაპარი, რომ თავად ნაცები არ წავიდნენ წინააღმდეგნი და მხოლოდ იპიპი ბობოქრობდა - ის ზღაპარია, რაშიც დაიწვნენ."


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner