logo_geo
eng_logo
შსს-მ დანაშაულის პრევენციის მიზნით, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
- +

2 მარტი. 2018. 14:26


 

„შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად განაგრძობს დანაშაულის პრევენციის მიმართულებით მუშაობას და უკანონო იარაღისა და საბრძოლო მასალის ამოღებას", - ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.


„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, სულ 8 პირია დაკავებული. სამართალდამცველებმა თბილისში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთსა და სამეგრელოში მაკაროვის სისტემის მაყუჩიანი ცეცხლსასროლი პისტოლეტი, „ბრაუნინგის" და  „კალაშნიკოვის" სისტემების 4 ცეცხლსასროლი იარაღი, ერთი გადაჭრილი სანადირო თოფი,  სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი 320 საბრძოლო ვაზნა და მჭიდები ამოიღეს.  

 

გარდა ამისა, გურჯაანში, ზუგდიდში, სიღნაღისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებმა მოქალაქეებმა  პოლიციაში ნებაყოფლობით წარმოადგინეს და ჩააბარეს  სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. კერძოდ: „ნაგანის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, 1 პისტოლეტი, 1 გადაჭრილი სანადირო თოფი,  2 ტანკსაწინააღმდეგო  ნაღმი, 2 ხელყუმბარა, 2 ამფეთქი ფალია, 3 მჭიდი და 272 საბრძოლო ვაზნა.  აღნიშნული მოქალაქეები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი მუხლის საფუძველზე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებიან", - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ  შსს-ში დღეს გამართულ ბრიფინგზე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner