logo_geo
eng_logo
მამუკა ჭელიძე: ოჯახში ძალადობის კუთხით, სამართალდამცავი ორგანოებისადმი ნდობა გაიზარდა
- +

2 მარტი. 2018. 14:33



„ოჯახში ძალადობის კუთხით, სამართალდამცავი ორგანოებისადმი ნდობა და მიმართვიანობის მაჩვენებელი საკმაოდ გაიზარდა, როგორც ძალადობის მსხვერპლთა, ასევე, აღნიშნული დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მქონე პირთა მხრიდან", - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ  განაცხადა.


„შესაბამისად, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, კახეთსა და შიდა ქართლში, ოჯახში ძალადობის ბრალდებით  4  პირია დაკავებული.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ეფექტიანად იმუშავეს სხვა დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენისა და გამოძიების მიმართულებითაც.

 

აჭარასა და შიდა ქართლში  მომხდარი   ქურდობის 3 ფაქტია გახსნილი. მათ შორის ქურდობაში  მხილებულია 3 არასრულწლოვანი", - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ  შსს-ში დღეს გამართულ ბრიფინგზე.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner