logo_geo
eng_logo
ჯემალ ჭკუასელი: ანდერძად ვტოვებ…
- +

2 მარტი. 2018. 15:18


 

„ჩემმა შვილებმა იციან, რომ არ უნდა დაუშვან „ერისიონის" დიდების დაცემა", - ამის შესახებ საქართველოს სახალხო არტისტმა ჯემალ ჭკუასელმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში განაცხადა.

 

„ერისიონში" მოვლენ ნიჭიერი ადამიანები, გააგრძელებენ ზაქარია და ივანე ფალიაშვილების, ილია კარგარეთელის გზას. ანდერძად ვტოვებ: არ მოსწყდეთ ჩვენს ძირებს, გადაარჩინეთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სიმდიდრე - ქართული ხალხური სიმღერა და ცეკვა. ხალხო, მივხედოთ ერთმანეთს, ხომ ხედავთ, ჩვენი სპორტსმენები როგორ აღაფრთოვანებენ მსოფლიოს, ჩვენი ხელოვანები რა წარმატებით გამოდიან მსოფლიოს ცნობილ სცენებზე. აქ რა გვემართება, შევიყვაროთ ერთმანეთი და ბედნიერად ვიცხოვროთ ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა ჭკუასელმა.



 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner