logo_geo
eng_logo
ბოკერია-ჩერგოლეიშვილის მორიგი ანტისაბჭოთა შიზოფრენია
- +

2 მარტი. 2018. 16:11



სააკაშვილის ღალატისთვის უხვად დაფინანსებული გიგა ბოკერიას პარტიის „აგიტპრომმა" - ჩერგოლეიშვილის „ტაბულამ" ბევრი იფიქრა, როგორ აღენიშნა საქართველოს გასაბჭოების მორიგი წლისთავი და გადაწყვიტა, „ქართვლის დედისთვის" მორიგი ტალახის გუნდა ესროლა. სწორედ ამ მიზნით დაამზადა და გამოამზეურა ვიდეორგოლი, რომელსაც „ქართლის დედის საბჭოთა დები" ჰქვია და ერთ-ერთი მთავარი გმირი სწორედ, თბილისისა და მთელი საქართველოს სიმბოლოდ ქცეული, ელგუჯა ამაშუკელისეული ლეგენდარული ქანდაკებაა!


მოკლედ, ტაბულელებმა თავიანთი მოკლე ჭკუით, „ქართვლის დედა" ყოფილ საბჭოთა კავშირში აღმართული სხვა დედების „ტყუპ დად" გამოაცხადეს, ხოლო ვიდეორგოლს ტექსტად აქვს წამძღვარებული ერთგვარი „ახსნა-განმარტებითი ბარათი": „მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ საბჭოთა კავშირში აღმშენებლობის ტალღასთან ერთად ნაციონალიზმის ახალი ტალღა დაიწყო... ახალ ნაციონალიზმში ცენტრალური ადგილი დაიკავა მითოლოგიზირებულმა გმირმა დედამ, ერის მშობელმა. სწორედ ამ წლებში საბჭოთა რესპუბლიკებში დაიწყეს ერის დედის გამომხატველი მონუმენტების აღმართვა..."


იქვე ჩამოთვლილია კიევში აღმართული „სამშობლოს დედა", ვოლგოგრადში, მამაის ყორღანზე მდგარი „დედა-სამშობლო გვიხმობს", ერევანში აღმართული „სომხეთის დედა" და ჩვენი „ქართლის დედა" (ანუ „ქართვლის დედა")! ანუ როგორც ტაბულელები ბრძანებენ, ყველა მათგანი გმირი დედის გამოსახულებაა და ყველას ხელში ხმალი უჭირავს!


არადა, ეს ტვინნაღრძობები თავად იხსენებენ, რომ კიევში აღმართული 102-მეტრიანი სკულპტურა 1981 წელს გაიხსნა, ვოლგოგრადში 85-მეტრიანი „დედა-სამშობლო გვიხმობს" 1967 წელს დადგეს, ერევანში 23-მეტრიანი „სომხეთის დედა" 1962 წელს გახსნეს, ხოლო 20-მეტრიანი „ქართვლის დედა" თბილისში, მთლად 1958 წლის შედევრია!


ახლა ამიხსნას ვინმემ, სად არის აქ ლოგიკა და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, საბჭოეთში აგორებული „ნაციონალიზმის ახალი ტალღა"?! საწყალი საბჭოთა კავშირი, 1958-1981 წლებში (ანუ მთელი 23 წლის განმავლობაში), „ნაციონალიზმის ტალღამ რომ წალეკა...


თუმცა, ნაცყოფილ ლიბერასტთა „ლოგიკა" ერთ მიზანს ემსახურება: „ქართვლის დედის" „გასაბჭოება" და შესაბამისად, საოცდახუთთებერვლოდ შეურაცხყოფა! სულაც არ გამიკვირდება, ეს ისევ იმ ჭკუასუსტი ზურაბ ჭიაბერაშვილის „ტვინის ნაჟური" იყოს, რომელიც დღეს უკვე გიგა ბოკერიას „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი „ვარსკვლავია"!


მოკლედ, ბოკერიასა და ჩერგოლეიშვილს ანტისაბჭოთა შიზოფრენია იმ დონემდე გაუმძაფრდათ, რომ „ქართვლის დედა" შეურაცხყვეს! და, შესაბამისად, თითოეული ქართველიც ზედ მიაყოლეს, რადგან „ქართვლის დედის" შეურაცხყოფა ყველა ქართველის შეურაცხყოფაა, ვისთვისაც ეს გენიალური ქანდაკება „საბჭოთა სოციალიზმის დედა" კი არა, ათასწლოვანი საქართველოს გმირული ისტორიის სიმბოლო და ხატებაა! აბა, ამ კლინიკურ იდიოტებს მეტი რაღა უნდა ვუთხრა?! არც თვითონ მკურნალობენ და პატრონიც არ ჰყავთ ისეთი, ვინც აიძულებდა ნაღრძობი ტვინის თაბაშირში ჩასმას!



ავტორი: გიორგი გიგაური



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner