საკრებულოს კრწანისის მაჟორიტარ დეპუტატ თემურ გორგაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობა და გორგაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დაცვის მხარე საკრებულოს დეპუტატის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს 15-ათასლარიანი გირაოს გამოყენებას სთავაზობდა. თუმცა მოსამართლემ არ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა.