logo_geo
eng_logo
საკრებულოს კრწანისის მაჟორიტარ დეპუტატ თემურ გორგაძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
- +

2 მარტი. 2018. 16:59



საკრებულოს კრწანისის მაჟორიტარ დეპუტატ თემურ გორგაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.


მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობა და გორგაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.


დაცვის მხარე საკრებულოს დეპუტატის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს 15-ათასლარიანი გირაოს გამოყენებას სთავაზობდა. თუმცა მოსამართლემ არ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner