logo_geo
eng_logo
ლევან ცინდელიანი: ე.წ ბუნტის დროს, ახალაია ქარდავასთან ერთად შემოვიდა და იარაღის ტარით გვცემა
- +

26 აპრილი. 2016. 22:55


„ციხის ბუნტთან დაკავშირებით, ახალაიას წინააღმდეგ საქმე ძალიან არაადეკვატურად იქნა გამოძიებული, ამიტომ მის გადაკვალიფიცირებას ვითხოვ. ერთ ღამეში 7 ადამიანის მოკვლა და ასობით ადამიანის დასახიჩრებას ასე მსუბუქად არ უნდა მივუდგეთ" -  განაცხადა ყოფილმა პატიმარმა, ლევან ცინდელიანმა გადაცემა 2030-ში.


მისი თქმით, ბაჩო ახალაია მისგან ციხის ბუნტად შერაცხული მოვლენის ორგანიზატორობის აღიარებას მოითხოვდა.


„ე. ბუნტის დროს, ღამის საათებში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ახალაია ჭაკუასთან, ქარდავასთანჭარბაძესთან და 15-მდე სამოქალაქო ფორმაში მყოფ პირთან ერთად შემოვიდა და იარაღის ტარით გვცემა. მერე სპეცნაზიც შემოვარდა, გვცემეს და ეზოში თითქმის მკვდრები დაგვაწვინეს. ეს რომ სხვა პატიმრებმა დაინახეს და გაიგეს, რომ 3 ადამიანი მოკლეს, არეულობა დაიწყო და 5000 პატიმრის დაწყნარება შეუძლებელი გახდა", - განაცხადა ყოფილმა პატიმარმა. 


როგორც მან განაცხადა, რაც ახალაიამ და სხვებმა ციხის ბუნტის დროს ჩაიდინეს, ამის დამადასტურებული დოკუმენტები არსებობს.


"ჩემი ცემის კვალის დოკუმენტაცია გამქრალია და გამოძიება ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობით არ დაინტერესდა. რაც ახალაიამ და სხვებმა ციხის ბუნტის დროს ჩაიდინეს, ამის დამადასტურებული დოკუმენტები არსებობს. ამის შესახებ სასამართლოზე რომ გველაპარაკა და ეს დამტკიცებოდათ, მათ სამუდამო პატიმრობა შეეფარდებოდათ, მაგრამ არც კი დაგვკითხეს", - განაცხადა ლევან ცინდელიანმა.





 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner