logo_geo
eng_logo
ლია მუხაშავრია უვადოდ დანიშნულ მოსამართლეებზე: ეს ადამიანები არ „აპრავებდნენ“ რეჟიმს?!
- +

2 მარტი. 2018. 17:27



იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სულხან მოლაშვილისა და ე.წ. კაბელების საქმის, ასევე სერგო თეთრაძისა და 7 ნოემბრის საქმის განმხილველი მოსამართლეები უვადო მოსამართლეებად გაამწესა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევანის სამართლიანობაში ეჭვი შეეპარა პრემიერ-მინისტრსაც და დასძინა, რომ კითხვები გუნდსაც აქვს.


აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უფლებადამცველმა ლია მუხაშავრიამ გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ისაუბრა.

 

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება ის მძიმე შედეგია, რომელზეც ხელისუფლებას 2012 წლიდან ვაფრთხილებდით, მაგრამ რატომღაც მოსალოდნელი კრიზისი მმართველი გუნდისთვის საინტერესო არ აღმოჩნდა. უმძიმეს დანაშაულში მონაწილე მოსამართლეებს არავინ მოსთხოვა პასუხი ადამიანების გაუბედურებასა და მკვლელობაში უშუალო მონაწილეობისთვის და ისინი თანამდებობებზე უვადოდ დატოვეს. ახლა „ქართულმა ოცნებამ" კარგად დაუგდოს ყური სულხან მოლაშვილის ატირებულ მოხუც მამას, რომლის შვილსაც სასიკვდილო განაჩენი სწორედ მანუჩარ კაპანაძემ, ახლა უკვე უვადო მოსამართლედ არჩეულმა გამოუტანა. სწორედ ეს ადამიანები არ ახდენდნენ პროკურატურის, სასამართლოსა და პოლიციელების დანაშაულის ლეგალიზებას? ეს ადამიანები არ „აპრავებდნენ" რეჟიმს?! ახლა რას ვაკეთებთ, იმავე მოსამართლეებთან მივიდეთ სიმართლის დასადგენად?" - განაცხადა მუხაშავრიამ.



 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner