ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო - „ოსკარი" წელს 90 წლის ხდება. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით შოუს პროდიუსერებმა და დიზაინერმა დერეკ მაკლეინმა გადაწყვიტეს, „ოსკარისთვის" საჩუქრად, მისივე ისტორიაში, ყველაზე ძვირადღირებული სცენა მიეძღვნათ. რაც იმას ნიშნავს, რომ წინა წლებთან შედარებით, „ოსკარზე" წელს რამდენიმე მილიონით მეტი დაიხარჯა.
დიზაინერის გადაწყვეტილებით, სცენის თაღი მოპირკეთებული იქნება სვაროვსკის 45 მილიონი ქვით, გარდა ამისა, მთელი სცენა რამდენიმე ათეული დიდი და პატარა ჭაღით იქნება მორთული.