ექსპერტ გია ხუხაშვილის თქმით ვითარება საკმაოდ მყიფეა. მთავარი პრობლემა კი ამომრჩეველთა დაშორებაა პოლიტიკურ ელიტასთან. ამის შესახებ ხუხაშვილმა გადაცემა „პრიორიტეტში" განაცხადა.
„ნაცვლად იმისა, რომ პოლიტიკური ელიტა გააქტიურებულიყო, დისტანცია ყოველდღიურად იზრდება. ეს არის დღევანდელობის მთავარი გამოწვევა." - აცხადებს ხუხაშვილი.