ექსპერტი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია პირველ მარტს ტელეკომპანია „პირველის" ეთერში გასულ გადაცემას ეხმაურება, სადაც საუბარი იყო საქართველოს არჩევანზე - რუსეთი თუ NATO.
„მე მაკვირვებს „TVპირველის| ეთერში განხორციელებული, არგუმენტს მოკლებული და უსაფუძვლო შეტევა ზვიად ავალიანზე. ზვიადმა ამ ეთერში წარმოაჩინა კლასიკური ანალიტიკური აზროვნების მაგალითი, რომელიც კარგია, რომ შორს იდგა რიტორიკისგან. მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ იგი არის მოაზროვნე ახალგაზრდა პოლიტოლოგი და იგი იყო ჩემი საუკეთესო სტუდენტი და მან ძალიან კარგად იცის, რომ საქართველოს ნათელი მომავალი არის დაკავშირებული ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანებასთან. სამწუხაროდ, დღეს ანალიტიკური აზროვნება ნაკლებად არის მოდაში და დღეს აქტუალურია მხოლოდ რიტორიკა და უშინაარსო სიტყვების რახარუხი", - წერს მაისაია.