logo_geo
eng_logo
ლუკა მოდრიჩს ხუთწლიანი პატიმრობა ემუქრება
- +

2 მარტი. 2018. 22:04



მადრიდის „რეალისა" და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველს ლუკა მოდრიჩს ცრუ ჩვენებების მიცემაში ადანაშაულებენ. ლაპარაკია ხორვატულ ფეხბურთში მსხვილი ანტიკორუფციული გამოძიებისას მიცემულ ჩვენებებზე. როგორც სააგენტო AFP წერს, სავარაუდოდ, მოდრიჩმა სასამართლოში ზაგრების „დინამოს" ყოფილი პრეზიდენტის ზდრავკო მამიჩის საქმეზე იცრუა. კერძოდ, ნახევარმცველმა „დინამოდან" „ტოტენჰემში" თავისი ტრანსფერის დეტალებთან დაკავშირებით მოიტყუა.


თუ მოდრიჩს დამნაშავედ აღიარებენ, შესაძლოა მას ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯონ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner