საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კარლო კოპალიანი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში აფასებს.
„უშეცდომო ის არის, ვინც არაფერს აკეთებს, არსებობს ოპოზიციური სპექტრი, რომელთა მხრიდანაც კრიტიკა მისაღებია ჩვენთვის და გასათვალისწინებელიც, მაგრამ ყოფილი ნაცები რომლებიც წარმოდგენილნი არიან დღეს ნაცსექტად, ევრონაცებად, გირჩებად და სხვა პოლიტიკურ თუ არასამთავრობო ორგანიზაციებად ვერასდროს ვერ იქნებიან ის ხალხი, რომელთა აზრი გათვალისწინებული უნდა იყოს, მმართველი ძალის მიერ. საინტერესოა როგორ ექნებოდა ერთი ადგილი ნ. მელიას ანალოგიური ვანოს პოლიციის პირობებში, რომ გაებედა! ან წარმოიდგინეთ ნაცების დროს ოპოზიციური საკრებულო - გამარჯვებულის როლში! ამ ხალხს დაკარგული აქვთ ადამიანის სახე, სერიოზულ, უმძიმეს კლინიკასთან გვაქვს საქმე, ბატონებო! მიპასუხონ ამ დოქსოპულოებმა - დეპუტატებს რატომ იჭერდნენ და რატომ სცემდნენ სახალხოდ რუსთაველზე, ვინ დააყენა სისხლის გუბეები საქართველოში და... აი, ამიტომ არის საჭირო წარსულის შეფასება და ვინ იყო სახელის დარქმევა!!!", - წერს კარლო კოპალიანი.