საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე „მაგთიკომთან" დაკავშირებით შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„დღითიდღე უნდა იაფდებოდეს ინტერნეტი და მობილური კავშირი - თქვენ რა ჯანდაბა გჭირთ, „მაგთი" და „სხვებოც"?
მე ასეთი აღარ მჭირდებით!" - წერს კვაჭანტირაძე.
შეგახსენებთ, რომ ახალი სატენდერო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ახალი პაკეტი, 1-ელი მარტიდან ამოქმედდა. ახალი პაკეტის გათვალისწინებით, კორპორატიული პირობებით მოსარგებლე აბონენტებს, წინა პერიოდში ნაყიდი მეგაბაიტები „მაგთიმ" გაუუქმა და ინფორმაცია სმს-ის სახით გაუგზავნა.