logo_geo
eng_logo
ზაზა სიამაშვილი ნიკა მელიას: სანამ თაზო დარჩიძეს „ბიჭოთი" დაელაპარაკები, პირის ღრუ გამოივლე!
- +

26 აპრილი. 2016. 23:49


ლექტორი ზაზა სიამაშვილი „ნაციონალური მოძრაობის" წევრს ნიკა მელიას მიმართავს და მოუწოდებს, რომ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორის თაზო დარჩიძის მისამართით კორექტულად ისაუბროს.


სიამაშვილი განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს, რომელსაც „რეპორტიორი" უცვლელად გთავაზობთ:

 

„ნიკან2-რუსთავ2, ინტრიგნები ხართ... ეს ყველამ იცის, მაგრამ ქვეყანას რომ მუდმივად აზიანებთ, ეს უკვე რიტუალად გადაგექცათ...

 რა გაგიკეთებიათ, რა შეგიქმნიათ? მელია, შენ რომ საერთოდ ხმას იღებ, აი, ეს არის ამ მთავრობის დიდი დანაშაული. შენც უნდა სასჯელს იხდიდე... თაზო დარჩიძეს ჩემი დაცვა რად უნდა, - საქმემან მისმან წარმოაჩინა ეს კაცი... ამიტომ, სანამ ამ კაცს ,,ბიჭოთი" დაელაპარაკები, პირის ღრუ გამოივლე.

 

ძალიან ბევრი დაგიგროვდა შხამი და ხიფათს არ გადაეყარო... დრო და დრო გინდა რომ შენი პარტიის დუჟმორეულ ლიდერებს მიბაძო და არც ეგ გამოგდის... ბათუმი იცი საით არის? წადი და ნახე ბოტანიკური ბაღი... ბოტანიკაც არ გისწავლია... საერთოდ, რა პროფესიის ხარ, რა გისწავლია ან რა შეგიქმნია?  ინტრიგა, ტყუილი, ცილისწამება, -აი, ესაა თქვენი მუშაობის პროფილი... გაკოტრებული რესტორნის ოფიციანტებივით იქცევით, იმ ოფიციანტივით, კლიენტი რომ აღარ ჰყავს და აგრესიულად გეპატიჟება!

 

რესტორანზე გამახსენდა, - რამდენი გყავთ გადაგდებული „პოსლეზე"?!  წავიდა შენი და თქვენი პარტიის მატარებელი, ისე წავიდა, რომ დეპოშიც აღარ შეუშვეს, - ჩამოწერილია!

აი, მაგას გამოჰყავხართ წყობიდან და მაგან დაგრიათ ხელი... პარტია და მოძრაობაც აღარ ხართ, - ჩვეულებრივი სექტა ხართ, რომელიც რაღაც პროვინციულ თუ ოკულტურ რიტუალებს ეწირებით... აქ ჩემი თაზო რატომ უნდა ვახსენო, მაგრამ მინდა მას მივმართო - გლანძღავს მელია, ესე იგი მართლა მაგარი ყოფილხარ ჩემო ძმაო... ჯვარი გეწეროს სანამ ეგ და მისი თანასექტანტები მადლობას გეტყვან, ან შეგაქებენ..."- აღნიშნავს ზაზა სიამაშვილი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner