ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი „მაგთის" მიერ, სახელმწიფო უწყებებში დასაქმებული აბონენტებისთვის, გაუხარჯავი ერთეულების გაუქმების საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„მაგთიმ" მომხმარებლებს წინა პერიოდში ნაყიდი მეგაბაიტების მარაგი გაუუქმა. კომპანიის მხრიდან ერთი დღით ადრე გამოცხადებული გადაწყვეტილებაც და ზოგადად გაუქმებაც ნამდვილად უღირსი საქციელია. ამიტომაც, ამან ბევრი მომხმარებელი გააბრაზა. ოღონდ, fb-ზე წერა ამას ვერ უშველის - „მაგთის" გადაწყვეტილების გასაუქმებლად, კუთვნილი ინტერნეტმარაგის დასაბრუნებლად, აუცილებლად უნდა მიმართოთ მარეგულირებელ კომისიას. სხვა შემთხვევაში, ასე თავხედურად არაერთი კომპანია მოიქცევა და მხოლოდ facebook-სტატუსები ჩამორთმეულ მეგაბაიტებს არ დააბრუნებს",- წერს გოგა ჩანადირი.