სოციალური ქსელის მომხმარებელი სალომე ჩადუნელი facebook-ში კომპანია „მაგთისთან" დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს.
„მაგთიკომი, იქნებ კეთილი ინებოთ და განგვიმარტოთ თქვენს აბონენტებს, რის საფუძველზე გაგვინულდა ნაყიდი მეგაბაიტები/გიგაბაიტები, რომელშიც ფული გვაქვს გადახდილი?! მინიმუმ ჩართოთ ცხელი ხაზი, რომელიც თქვენი ამ "გენიალური კამპანიის" შემდგომ გათიშულია და გაგვცეთ პასუხი. დააბრუნეთ ან ნაყიდი მეგაბაიტები ან გადახდილი თანხა! პრინციპის ამბავია დარწმუნებული ვარ ასეულობით მეგობარი მოგროვდება, ასევე პრინციპული, ვინც არ დაიზარებს და შევიტანთ კოლექტიურ სარჩელს თქვენს წინააღმდეგ... „მაგთი" აგრძელებს თავის „ყაჩაღურ კამპანიას" ვისგანაც შემრჩებას პრინციპით და ეს იმის ბრალია, რომ არასათანადო რეაგირება მოჰყვა თქვენს წინა, ანალოგიურ უკანონო ქმედებებს!!" -წერს სალომე ჩადუნელი სოციალურ ქსელში.