„უმრავლესობისა და ოპოზიციის რეზოლუციებს შორის დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ, თუმცა არის საკითხები, რითაც ოპოზიცია ქულების მოგროვებას ცდილობს", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კობა ნარჩემაშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" განაცხადა.
„ჩვენ ვაპირებთ ძალიან ყურადღებით ვიმუშაოთ ოპოზიციური ძალის მიერ შემოთავაზებულ რეზოლუციაზეც. მისი იგნორირება არ ხდება. უმრავლესობისა და ოპოზიციის რეზოლუციებს შორის დიდ განსხვავებას ვერ ვპოულობ, თუმცა არის საკითხები, რითაც ოპოზიცია ქულების მოგროვებას ცდილობს, მაგალითად, მოუწოდებს ხელისუფლებას იმის გაკეთებას, რასაც ის ისედაც აკეთებს", - აღნიშნა კობა ნარჩემაშვილმა.