თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით ის აქცია, რაც თბილისის მერიასთან გაიმართა სინამდვილეში „ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული, წინასაარჩევნოდ მომზადებული აქციაა, რათა მათ მათი მხარდამჭერები გაზარდონ.
ლექვინაძის თქმით, ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებული აჟიოტაჟი უსაფუძლოა.
„ირაკლი აბესაძე რღაც საკითხებით მანიპულირებს იმიტომ, რომ დღის დასაწყისში, რა შეკითხვებსაც ისინი სვამდნენ, ყველაფერს პასუხი გავეცით.
ის, რაც ახლა თბილისის მერიის წინ ხდება, ეს არის ერთი კონკრეტული პოლიტიკური პარტიის აქცია. მესმის, რომ არჩევნებ ახლოვდება და ისინი ყველა საშუალებას მიმართავენ, რომ ამომრჩევლები შეინარჩუნონ.
თქვენ ნახეთ რა ხდებოდა დღეს ბოტანიკურ ბაღში და ის მიმართვები, ის ლექსიკა, როგორც ისინი ბოტანიკური ბაღის დირექტორს მიმართავდნენ, რეალურად ეს იყო ის რაც მიუღებელია ნებისმიერი თბილისელისთვის."- განაცხადა ლექვინაძემ გადაცემაში „პრიორიტეტი".